„ევროპალია საქართველო“ - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა ანტვერპენში
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ანტვერპენში ქართულ-ევროპელი ხელოვანების ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლი დედის ფენომენზე გვიყვება და ის თამო ნასიძის, მეისი ვუდფორდისა და სმილა სნეკერის ერთობლივი ნამუშევარია. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.