ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი

ფესტივალის „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბრიუსელში, ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“ ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი გაიმართა.

ახალგაზრდა მუსიკოსმა, შუბერტის ექსპრომტები და საკუთარი კომპოზიციები შეასრულა. კონცერტის შემდეგ პიანისტი ახალგაზრდა მუსიკოსებს, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და კლასიკური მუსიკის ერთგულ მსმენელს შეხვდა.