„ევროპალია 2023“ - ფესტივალზე ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ აჟღერდა

„ევროპალია 2023“ .  ბელგიაში, „ევროპალია-საქართველოს“ ფესტივალის ფარგლებში, კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ აჟღერდა. კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა მონაწილეობდნენ. საღამოს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. „რეკვიემი“, რომელიც კომპოზიტორმა მშობლებს მიუძღვნა, სოლისტი ბიჭის, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის არის დაწერილი. ნაწარმოების პრემიერა საქართველოში 2021 წელს გაიმართა, ევროპაში კი ის პირველად შესრულდა. ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.