საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია - საქართველო“

ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალი ევროპალია-საქართველო მიმდინარეობს. ბრიუსელში, წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში, ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის გაერთიანებული კონცერტი გაიმართა. შესრულდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები – ხალხური სიმღერები და საგალობლები, ასევე თანამედროვე საგუნდო მუსიკალური ნაწარმოებები. ანსამბლების კონცერტი დღეს ჰააგაში გაიმართება.