ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, 10 ნოემბრის საფესტივალო დღე აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას კონცერტს დაეთმო.

ღონისძიება ბრიუგეს საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში უცხოელი ფოლკლორისტებიც მონაწილეობდნენ. ნარგილე მეჰთიევამ სიმღერები ტრადიციულ ინსტრუმენტზე შეასრულა.