ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ გრძელდება

ფესტივალიევროპალია-საქართველო გრძელდება. ანტვერპენში ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა. მან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-მდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“.