საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბრიუსელში დები ჩამგელიანებისა და „დიდგორის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ევროპალია-საქართველო“ 15 ნოემბერს, ანსამბლ „ბასიანისა“ და დები ჩამგელიანების ერთობლივი კონცერტით გაგრძელდება, 18 ნოემბერს კი ბრიუსელში ანსამბლ „დიდგორს“ მოუსმენენ. შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს.