ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

ევროპალია-საქართველო“ გრძელდება. ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში, ევროპის სამ ქალაქში, ბრიუსელის ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“, ანტვერპენსა და ბრიუგეში მუსიკის, ლიტერატურისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ბოიან ჯორჯევის წარმოდგენა გაიმართა. ის თბილისის არქიტექტურას ეფუძნება, რომელშიც დიდი ზომის მოზაიკები და ტრადიციული ქართული ხალიჩებია გამოყენებული.