ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაემთხვა. ევროპელმა მაყურებელმა 75-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის შემოქმედება იხილა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, „სუხიშვილების“ კონცერტი 13 დეკემბერს საფრანგეთში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.