ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო სიტუაციების დროს შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს.
უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე, ადრეული შეტყობინების სისტემის შესაქმნელად მთავრობისთვის რეკომენდაციების და დებულების პროექტის წარდგენაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სისტემის ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე.