ზელენსკის განცხადება

რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის და ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია უნდა გააქტიურდეს და გამოცოცხლდეს.