ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ლაშა-გიორგის მონეტა
  • გიორგი-ლაშას გამოსახულებიანი უნიკალური მონეტა დათარიღებულია 1210 წლით. მონეტაზე მეფის მედიდურად გამოსახვა საიმპერატორო ბისონით, შარავანდით და აპოკომბიონით აშკარად მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ გიორგი-ლაშამ ეს მონეტა სამეფო ტახტზე ასვლისას მოჭრა. აქედან გამომდინარე, 1210 წელი თამარის გარდაცვალების და შესაბამისად, გიორგი-ლაშას ერთპიროვნულ მეფედ კურთხევის ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო თარიღს წარმოადგენს.
  • 1921 წელს, ექვთიმე თაყაიშვილმა ეს მონეტა საფრანგეთში გაიტანა ეროვნულ საგანძურთან ერთად და 1944 წელს დაუბრუნა სამშობლოს. მონეტა დღეს წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენაზე.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

დატოვე კომენტარი