გელათის რეაბილიტაცია

გელათის სამონასტრო კომპლექსში დღეს რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, მიმდინარეობს ლოჯისტიკური სამუშაოები მონასტრისთვის ერთიანი დროებითი გადახურვის მოსამზადებლად. კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია პროექტი და გადაგზავნილია იუნესკო-ში. მონასტრის გადახურვა დაიწყება გაზაფხულზე, როდესაც მოიხსნება არსებული დროებითი გადახურვა, რომელიც დაზიანებული ფრესკების გამოშრობას უშლის ხელს.