მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, მსოფლიო ჯილდო გადაეცა. ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის მუზეუმს ჯილდო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ გადასცა. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უკვე არის ევროპის 2023 წლის მუზეუმების პრემიისა და სილეტოს პრიზის მფლობელი. მუზეუმმა ეს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი და მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ.