სოსო რობაქიძის ბრიფინგი
კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს დღეს 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, დავით ლორთქიფანიძე გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, გმობენ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ შეძახილებს, ასევე პროტესტს გაუგებარი უწოდეს და აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს 2003 -12 წლებში ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ოფიციალურად გახსნის პარალელურად, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და ღონისძიებაზე მისულ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.