გამოფენა, რომელიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს გაგვახსენებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ცნობილი პოლიტიკოსის, დიპლომატის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის საარქივო მასალებს დაეთმობა. ექსპონატებს შორისაა ჩხენკელის პირადი ჩანაწერები და მოგონებები, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღწერს – მაშინ ის საფრანგეთში საქართველოს ელჩი იყო. ემოციურ წერილებს ისტორიული მნიშვნელობის ფოტოებიც ერთვის. დამთვალიერებელი პირველად ნახავს დიპლომატის ხელნაწერ დღიურებსაც, სადაც იმდროინდელ მოვლენებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე ავტორის პირადი მოსაზრებებია თავმოყრილი.