ჯამბაკურ ორბელიანების სასახლის 2000-მდე ექსპონატის გაურკვეველი ბედი. სარემონტო სამუშაოების გამო, ისტორიული მემკვიდრეობა უკვე ორი წელია ლამისყანის საჯარო სკოლის ორ ოთახში ინახება. არასათანადო პირობებში განთავსებული ექსპონატების გადარჩენას მუზეუმის თანამშრომლები ყოველდღიურად ცდილობენ. მუზეუმის რეაბილიტაცია 2022 წელის აგვისტოში დაიწყო და ერთი წელია შეჩერებულია. მიზეზად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პროექტში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს და ამბობენ, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე განახლდება. სასახლეს, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.