ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები -  რა განწყობები იყო საბჭოთა ოკუპაციიდან ერთი წლის თავზე საქართველოში

ისტორიული მასალები, რომლებიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს ასახავს. „მოამბის“ ობიექტივში მოხვდა ის ისტორიული წყაროები, რომლებიც ქვეყნის გასაბჭოებიდან ერთი წლის შემდეგ, ანუ 1922 წელს განვითარებულ მოვლენებზე გვიყვება. ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტებს შორისაა იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული და საბჭოთა ცენზურაგავლილი სტატიები და ემიგრაციაში წასული მთავრობისთვის განკუთვნილი ფარული ხელნაწერები.

ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტაცია ზუსტად აღწერს იმ ვითარებას, რაც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ხდებოდა. როგორ ებრძოდნენ ქართველები საკუთარი ძალებით რეჟიმს და რა განწყობები იყო საზოგადოებაში. ეროვნულ არქივში მძიმე პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.