დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

ეროვნულ არქივში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თარიღთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მათ შორის არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტების დედნები, ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები და პერიოდული გამოცემები. ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ზაფხულის ბოლომდე დარჩება.