ჩეხური კინოს დღეები

ქართველ მაყურებელს ჩეხური კინო-მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება ექნება.

ეროვნულ არქივში 1929 წლიდან 1977 წლამდე გადაღებულ ფილმებს აჩვენებენ. საარქივო ფილმებთან ერთად ჩეხური კინოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია ანიმაციური ნამუშევრების წარმოდგენაც.

ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის კინოცენტრში იქნება ნაჩვენები, ჩეხურმა მხარემ შეარჩია. მას შემდეგ, რაც ჩეხურ კინო მემკვიდრეობას ქართული აუდიტორია გაეცნობა. იგივე იგეგმება პრაღაში, სადაც ქართლი კინოს შედევრების ჩვენება გაიმართება.