საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი, რომელთა რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრებს მოხმარდებათ. ღონისძიება უკვე მესამე წელია იმართება და მას წელს იუსტიციის მინისტრი დაესწრო.