საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვას ხვალიდან განაახლებს. ბათუმში, შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას 12:00 საათიდან დაიწყებს. სარჩელი მმართველი პარტიის დეპუტატებმა შეიტანეს და ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას და მათი საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ. ეს პარტიებია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროისთვის სასამართლო საქმის არსებით განხილვას მხარეთა პოზიციებისა და არგუმენტების გამოკვლევას აგრძელებს. ბოლო სხდომებზე პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.