თენგიზ აბულაძის საიუბილეო კვირეული

საქართველოს ეროვნულ არქივში ცნობილი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული გაიხსნა. გამოიფინა სხვადასხვა დროს გადაღებული ფილმების პოსტერები და გაიმართა რეჟისორისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია. დღესვე ნაჩვენები იყო ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „თენგიზ აბულაძის ნატვრის ხე“.

ეროვნულ კინოცენტრში რეჟისორის ფილმების აღდგენილი ვერსიების ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 28-დან 31-იანვრამდე აქვს. ნამუშევრები, რომლებმაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მაღალხარისხიანი გამოსახულებით იქნება ნაჩვენები.