ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - დიმიტრი ერმაკოვი „ქოლერის ეპიდემია“

დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს არა მხოლოდ დოკუმენტური ან მხატვრული ღირებულება გააჩნიათ, არამედ ხშირად ისინი რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენას ასახავენ და ისტორიას გვიყვაბიან ამა თუ იმ აქტუალური მოვლენის შესახებ.

დიმიტრი ერმაკოვის ასე ვთქვათ „სამედიცინო სერიის“ ფოტოებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოა ,,ქოლერის ეპიდემია“, რომელიც 1892 წლის ზაფხულის ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს და მასზე აღბეჭდილია ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის თბილისის სადგურზე ჩამომდგარი მატარებელი.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია