ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა - შეხვედრა ბიზნესთან

ენერგეტიკის მხარდაჭერის სამთავრობო გეგმა დღეს ადრესატებს გააცნეს.

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები შეხვედრაზე კონკრეტული კითხვებით მივიდნენ. ენერგეტიკის სფეროს წარმომდგენლებს აინტერესებთ, რას გულისხმობს ენერგოპროექტების განხორციელების პროცესში ფასთაშორისი სხვაობის დაფინანსება და რა პრონციპით ჩატარდება ენერგოპროექტების გამოსავლენად აუქციონი. მთავარი მიზანი, რის გამოც მთავრობა ენერგეტიკის სექტორის წახალისებას ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების მოზიდვაა.