ახალი ენერგეტიკული პროექტები

ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად ჩატარებული პირველი აუქციონი დასრულებულია.

სფეროს მხარდაჭერის პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობას და ამ გზით ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის გამომუშავების წილის ზრდას გულისხმობს. აუქციონის შედეგად 24 კომპანია გამოვლინდა, რომლებმაც კონკრეტულ ვადებში ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ენერგოობიექტები უნდა ააშენონ. პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისთვის საშეღავათო პირობების შეთავაზებასაც გულისხმობს. საუბარია გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ფასთა შორის სხვაობის დაფარვაზე.