ენერგეტიკის მხარდასაჭერად მეორე აუქციონი გამოცხადდა

ენერგეტიკის მხარდამჭერ პროგრამაში სიახლეებია.

მსხვილი ჰესების მშენებლობის შესაძლებლობა მიეცემათ ინვესტორებს, რომლებსაც სახელმწიფო ენერგოობიექტების მოწყობის სანაცვლოდ შეღავათიან პირობებს სთავაზობს. იგულისხმება ელექტროენერგიის საბაზრო და სახელშეკრულებო ფასებს შორის სხვაობის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ აუქციონზე მზის და ქარის იმ ობიექტებსაც გამოიტანენ, რომლებსაც ელექტროენერგიის დაგროვება შეუძლიათ. აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა აჩვენებს, რომ პროგრამით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. აუქციონის პირობებით ქართველებთან ერთად უცხოელი ინვესტორებიც ინტერესდებიან.