ეკონომიკური განვითარების ფორუმი

დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე მსჯელობენ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმზე. ღონისძიება დედაქალაქის მერმა გახსნა. ფორუმის ფარგლებში, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხიც განიხილება. ეკონომიკური განვითარების ფორუმი სახელწოდებით – „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.