მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – სამ საათში მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგება. სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან მართავს. ცოტა ხნის წინ დისკუსია გაიმართა კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელთან. იმსჯელეს საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

პარალელურად, პანელური დისკუსიები გრძელდება 54-ე ფორუმის ფარგლებში. მსოფლიო ლიდერები მსჯელობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.