დავოსი მთავარი პოლიტიკური თემების და გლობალური გამოწვევების განხილვის ადგილია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მსოფლიო ლიდერებს და წამყვან ბიზნეს-კომპანიებს მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობისთვის ემზადება საქართველოს პრემიერიც. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, რომლებიც საქართველოში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად იქნება გამოყენებული. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული მძიმე ვითარებაა. დავოსის ფორუმიდან მოსკოვი ახალ მძიმე გზავნილებს იღებს. ფორუმს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დასავლეთს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას და ფრონტის ხაზზე პოზიციების გასაძლიერებლად შეიარაღების მიწოდებას სთხოვს. თავდაცვით სფეროში ბუნდოვანი კავშირების გამო ზელენსკი დასავლეთის ცალკეული ქვეყნების მისამართით პრეტენზიებსაც არ მალავს.
სალომე ქოქიაშვილი ისმენს მსოფლიო ლიდერების გზავნილებს.