მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - შეჯამება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და დისკუსიებს აჯამებს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეები, საქართველოს კონტექსტი, უსაფრთხოების დღის წესრიგი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული რთული მდგომარეობა – ასეთია განხილული საკითხები, რაზეც მსოფლიო ლიდერები მსჯელობდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 54-ე ფორუმის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ასევე ევროპის მომავალზე. პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა მთავრობის ხედვა. მისივე ინფორმაციით, ყველამ ერთხმად აღიარა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოისმინეს შეფასებები მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების, ექსპერტების მხრიდან.