საქართველოს კულტურისა მინისტრი აზერბაიჯანში, „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიოს ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამდღიან ფორუმს ესწრებოდნენ 110 ქვეყნის წარმომადგენლები – კულტურის მინისტრები, რელიგიური ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები. ფორუმის დისკუსია მიეძღვნა თემას – „დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის: თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი“. თეა წულუკიანმა ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებსა და მსოფლიოს ქვეყნებთან მჭიდრო და მშვიდობიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.