მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში

პრემიერი შეხვდა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს. იმსჯელეს ჩვენს ქვეყანაში ამ კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. ყურადღება გამახვილდა ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე. მხარეებმა არსებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.

იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.