დავოსის ეკონომიკური ფორუმი

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – მსოფლიო ლიდერების წინაშე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგება. სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან და წამყვან საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან. პანელურ დისკუსიებზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესიაა.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ოფიციალური კიევის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. დავოსში შეკრებილებს გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. უკრაინის საკითხის პარალელურად, აქტიურად განიხილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19 იანვრამდე გაგრძელდება.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.