„მდგრადი განვითარება – მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ – ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიურ ქმედებებს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა.