დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს იწყება. რიგით 54-ე ფორუმს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ახლო აღმოსავლეთის ლიდერები დაესწრებიან, რომლებიც ღაზასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ომის დასრულების საკითხებს განიხილავენ.

პროგრამის მიხედვით, ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი 16 იანვარს წარდგება. მანამდე უკრაინის სამშვიდობო ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ანდრეი ერმაკმა მშვიდობის ფორმულაზე მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთის დასწრების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რადგან ეს რუსეთთან ომის დასრულებას ისახავს მიზნად.