ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კვლავ ღიად რჩება. მოსკოვი დოკუმენტის ხელმოწერაზე ისევ უარს ამბობს და ჟენევის ფორმატის რეფორმაზე იწყებს საუბარს.
ქართული დელეგაცია რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვედრის მიზანმიმართულად ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ეს იყო პირველი შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ. თბილისიდან ჩასული დელეგაციის წევრებმა 34 წლის მამაკაცის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მოსკოვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოთხოვნას უარი მოჰყვა.