ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

წინა შეხვედრების მსგავსად, რუსეთის დელეგაციამ დევნილთა საკითხის განხილვის დაწყებისთანავე დარბაზი დატოვა. მაშინ, როცა ქართული დელეგაცია მოლაპარაკების დროს საკუთარ პოზიციებს ფაქტობრივ მოცემულობებთან ერთად უკვე სამართლებრივი საფუძვლებითაც იმყარებს, რუსეთის წარმომადგენლები ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოების ისტორიულ გადაწყვეტილებებს მიკერძოებულად აფასებენ და ოფიციალურ თბილისს გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციების გამოც აკრიტიკებენ. დევნილთა საკითხის გარდა ქართული დელეგაციის დღის წესრიგში იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული გატაცებების და გაუარესებული უსაფრთხოების საკითხებიც.

სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა ნაადრევად დასრულებული 58-ე რაუნდის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.