ჟენევის მოლაპარაკებები

უკვე ერთი საათია, ჟენევაში მოლაპარაკებების მესამოცე რაუნდი მიმდინარეობს. გართულებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განგრძობადი ბორდერიზაცია და უკანონო გატაცებები – ამ ფონზე დაიწყო მორიგი რაუნდი, რომელიც პირველ რიგში 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. ქართული დელეგაცია ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს რვა მოქალაქის გადმოცემას მოითხოვს.

დღის წესრიგში იქნება ე.წ. გადასასვლელების გახსნის საკითხი, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ოჯახებმა აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეულ საფლავებზე გასვლა და სალოცავების მოლოცვა შეძლონ.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.