ექვსი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ტატუნაშვილია დაკრძალული, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ადგილზე პატივი მიაგეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-2011 წლებში მსახურობდა.