ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი დღეს სამუშაო შეხვედრით გრძელდება.

ორმა სამუშაო ჯგუფმა, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების თემებზე, პარალელურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა.

ქართული მხარე ყველა ფორმატში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე აკეთებს აქცენტს და ითხოვს რუსეთისგან, არ შეუშალოს ხელი გამოძიებას.

ჟენევის შეხვედრის მონაწილეები ასევე აგრძელებენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობას.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.