ჟენევის მოლაპარაკებები

თბილისი მოსკოვს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს.

ეს იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევის მოლაპარაკებაზე დააყენებს. 34 წლის ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ მხარეები შვეიცარიაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან. კიდევ ერთი მოთხოვნაა, საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს და რუსეთმა პროცესს ხელი არ შეუშალოს.

შეხვედრების 43-ე რაუნდის დღის წესრიგს მხარეები ახლა ათანხმებენ. თბილისიდან ჩასული დელეგაცია დილიდან მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ხვდება.

გურამ როგავა აშუქებს ჟენევაში მიმდინარე შეხვედრებს.