ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი

ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი. ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა და ძალის გამოყენების მაგალითი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ – დისკუსიების ფარგლებში ამ კონტექსტში განიხილავს ქართული დელეგაცია თამაზ გინტურის მკვლელობას.

მოლაპარაკებები ამ წუთებში იწყება, ქართული მხარე რუსეთისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

სალომე ქოქიაშვილი ჟენევიდან.