დღეს ტყიბულში დაღუპული სამი მეშახტე დაკრძალეს. კიდევ ერთს კი ხვალ დაასაფლავებენ. მათთვის პატივის მისაგებად დაღუპულების ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დილიდან ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.
უკვე ორშაბათიდან ტყიბულში აქციების განახლება იგეგმება. მოთხოვნები უცვლელია, მეშახტეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და გარანტიებს ითხოვენ, რომ გამოძიების დასრულებამდე დახურული შახტების მიუხედავად, თანამშრომლები ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.