ტყიბულში ორი პირი მიწის ჩამოშლის შედეგად დაიკარგა

ტყიბულში, ნახშირის ერთ-ერთ შახტში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს – მაშველები მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის ქვემოთ მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ. ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს ლიცენზიის გარეშე, უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, მიწის მასა კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტში, სავარაუდოდ ორი მოქალაქე იმყოფებოდა. შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია.