უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის დაკრძალვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბერდია ჯოხაძე საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.