ტყიბულის შახტში დაშავებულის მდგომარეობა

ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია. რამდენიმე საათის წინ, ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა. შემთხვევის ადგილზე იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები მუშაობდნენ. ტყიბულში მობილიზებულები იყვნენ ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.

გადარჩენილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.