მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ

13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის პანაშვიდი ამ წუთებში ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობს. 14:00 საათზე ახალგაზრდა ჩოგბურთელის ცხედარს კორტებზე გადაასვენებენ, რის შემდეგაც, მას ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შემთხვევა სამი დღის წინ, ვაკის პარკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს კი სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა, მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.