დაძაბულობა პიკს აღწევს ინდონეზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორ პროვინციაში. არეულობის დაწყებიდან მესამე დღეს დემონსტრანტებმა შენობები დაარბიეს და დაწვეს, მათ შორისაა ადგილობრივი პარლამენტი და ციხე, საიდანაც პატიმრები გაიქცნენ.
პაპუასა და დასავლეთ პაპუას პროვინციებში საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მიერ ადგილობრივი სტუდენტების დაკავებას მოჰყვა, რამაც რეგიონში სეპარატისტული განწყობები გაამწვავა.
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჯარი და პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.