აქცია მინსკში

მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე ძალადობის წინააღმდეგ ქალების აქცია გაიმართა. დემონსტრაციის დაწყებისთანავე, მონაწილეები სამართალდამცველთა ალყაში აღმოჩნდნენ. პოლიციამ სულ მცირე სამი პირი დააკავა, აქციის მონაწილეებს კი დაშლისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებს ამჯერად არ დაუკავებიათ ჟურნალისტები. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და დემონსტრაციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. სიაში ის პირები მოხვდებიან, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელი. სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიუსელს საპასუხო ზომებით ემუქრება პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც ბალტიის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელსაც არ ცნობენ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ბელორუსის მოქალაქეები, შემდგარს უწოდებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.